გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მისულ სტუმრებს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცათ

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მისულ სტუმრებს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცათ.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალზე მოწყობილ, საქსტატის სტენდთან ასობით ადამიანმა შეძლო აღწერის ჩატარების თარიღის, მისი მიზნებისა და ამოცანების, ასევე, მონაცემთა შეგროვების მეთოდების, მეთოდოლოგიისა თუ კითხვარის შინაარსის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება.

“12 ოქტომბერს საქსტატის წარმომადგენლებმა, გურჯაანში მოქალაქეებთან არა ერთი შეხვედრა გამართეს. ასევე საინფორმაციო ბუკლეტები, ბრენდირებული მაისურები და ქუდები დაარიგეს.

მოსახლეობის აღწერა საქართველოში 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება, თუმცა ამინდის შესაძლო გაუარესების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ – მესტიაში, ლენტეხში, ყაზბეგში, დუშეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში) და ახმეტის მუნიციპალიტეტში (მხოლოდ ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში), მოსახლეობის აღწერა 2024 წლის 18 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები