“ხვალინდელ შეხვედრაში კარგ საფარზე ვითამაშებთ და მჯერა, რომ შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება” – ლაშა დვალი

“მოკლე დროში გვიწევს მეორე თამაშის ჩატარება. იმავე მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე გუნდიც. მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და 24 საათი კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, თამაშისთვის მზად ვართ”, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრი, ლაშა დვალი ალბანეთთან დაგეგმილი მატჩის შესახებ საუბრისას აცხადებს.

“პოზნანის სტადიონის მოედნის საფარმა ძალიან იმოქმედა ჩვენს სათამაშო სტილზე. მიხარია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში კარგ საფარზე ვითამაშებთ და მჯერა, რომ შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება”, – აღნიშნა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები