საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლით შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, ქალაქ პოზნანში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ამასთან, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართება.

14 ოქტომბერს კი, საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები