გოგა ხაინდრავა – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავმჯდომარე მეცოლას ვურჩევდი, კოლეგებს შეახსენოს – გერმანელებს ჰიტლერი! იტალიელებს მუსოლინი! ფრანგებს ვიში! ესპანელებს ფრანკო! პორტუგალიელებს სალაზარი! ჰოლანდიელებს მიუსერტი! ბელგიელებს დერგელი!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„გუშინ სტრასბურგში, ევროსპარლამენტის რეზოლუციაში, ქართველებს შეგვახსენეს სტალინი!
თავმჯდომარე მეცოლას ვურჩევდი კოლეგებს შეახსენოს – გერმანელებს ჰიტლერი! იტალიელებს მუსოლინი!ფრანგებს ვიში! ესპანელებს ფრანკო! პორტუგალიელებს სალაზარი! ჰოლანდიელებს მიუსერტი! ბელგიელებს დერგელი!“, – წერს გოგა ხაინდრავა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო.