იონათამიშვილი – რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე: იმავეს არ სთხოვენ მოლდოვას

“ვინც მხარს უჭერს პირდაპირი სანქციების დაწესებას რუსეთთან, ის მხარს უჭერს ესკალაციას, არეულობასა და ეკონომიკურ კოლაფსს საქართველოში,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხოლოდ საქართველოსგან ითხოვენ.

“იმავეს არ სთხოვენ მოლდოვას და, მაინცდამაინც, საქართველოს სთხოვენ, რომ პირდაპირი სანქციები დააწესოს. ვფიქრობ, აქედანაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და არაკეთილსინდისიერება. პირდაპირი სანქციები – ეს არის სწორედ სცენარი ესკალაციისა და მეორე ფრონტს გახსნის. ამიტომ, ვინც მხარს უჭერს პირდაპირი სანქციების დაწესებას რუსეთთან, ის მხარს უჭერს ესკალაციას, არეულობასა და ეკონომიკურ კოლაფსს საქართველოში. მაგრამ მათ ეს ყველაფერი არც ადარდებთ და აქედანაც ჩანს, რომ მათ ქართველი ხალხის ბედი და ინტერესი საერთოდ არ აინტერესებთ, ამაზე ისინი არ დარდობენ. პირიქით, მათი მიზანია, რომ ამ ყველაფრით არ გაიხსნას მეორე ფრონტი და შესაბამისად, დაზარალდეს და ჩამოიშალოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და უსაფრთხოება, მაგრამ ამას, რასაკვირველია, ვერავინ ვერ ეღირსება,” – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები