საქართველოს გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტს, ხუან მაჰიკესს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრა ბაქოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 29-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და მას გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ირაკლი ჩილინგარაშვილი და IAP-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას შორის არსებული ხანგრძლივი, ნაყოფიერი ურთიერთობის მნიშვნელობას.

ამ კუთხით, ხაზი გაესვა 2022 წელს, საქართველოს პროკურატურის მასპინძლობით ჩატარებულ, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე ყოველწლიურ კონფერენციას და 2017 წელს ჩატარებულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ კონფერენციას. საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ ტიპის ერთობლივი ღონისძიებები საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები