აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის სპორტულ საზოგადოებასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე ფედერაციების და კლუბების წარმომადგენლებმა საკუთარ საქმიანობასა და სპორტულ მიღწევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, შესაბამისი ინვენტარის საჭიროებაზე და საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობისთვის დაფინანსების მოპოვებაზე.
„ეს იყო ინფორმაციული ხასიათის, ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელიც მომავალში ინდივიდუალურად გაგრძელდება. ჩვენ ერთად შევეცდებით, გამოვნახოთ გზები და შესაძლებლობები, სპორტის შემდგომი განვითარებისთვის, იმისთვის თუ როგორ დავეხმაროთ აფხაზეთის სპორტსმენებს კიდევ უკეთესი შედეგების მიღწევაში“, – განაცხადა დავით მორგოშიამ.
შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.