ნაძალადევის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია(ვიდეო)

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ხანძარია.

ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.

მათი ცნობით, ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები