Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე: საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში

მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას Hotels and Resorts Investment Maldives-ს ჯგუფის თავმჯდომარე მუჰამედ ალი ჯანა საქართველოსთვის წარმატებულ ღონისძიებად აფასებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.ის რომ, წელს თბილისმა უმასპინძლა ძალიან პოზიტიური მოვლენაა. ვამაყობ, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოდანაა, რაც ამ ღონისძიებას უფრო მნიშვნელოვანს და განსაკუთრებულს ხდის. საქართველოში ხალხი ძალიან მეგობრულია. თქვენს ქვეყანაში ინვესტირება დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა. ახლა ვხედავ, თუ როგორ ჩამოდის აქ უამრავი ადამიანი შუა აღმოსავლეთიდან და მსოფლიოს სხვა წერტილებიდან. საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი მომავალში“, – განაცხადა მუჰამედ ალი ჯანმა.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები