მაჭავარიანი – ოპოზიციასთან პრეზიდენტის კონსულტაციებზე:  ნებისმიერ მოდელს, რაც უნდა შემოგვთავაზონ, არანაირი პერსპექტივა არ აქვს

“დავალება მიღებული აქვთ ყველას ერთად უცხოეთიდან, შეიძლება, შიგნით რაღაც თემებზე კიდევ ვერ დალაგდნენ, თუმცა, ვალდებულები არიან, ეს დავალება აღასრულონ”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი ოპოზიციასთან პრეზიდენტის შეხვედრებს ორბელიანების სასახლეში.

“ეს კარგი მაგალითია ქალბატონი სალომეს მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის, როდესაც მან განაცხადა, რომ იგი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი უფლებაც მას არ გააჩნია. ნებისმიერს მოდელს, რაც უნდა შემოგვთავაზონ, არანაირი პერსპექტივა არ აქვს”, – აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები