კირცხალია – ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე: ძალიან ვთხოვ ყველა პარტნიორს, სანამ განცხადებებს გააკეთებენ, მინიმუმ, კანონში ჩაიხედონ

“ძალიან ვთხოვ ყველა პარტნიორს, სანამ განცხადებებს გააკეთებენ, მინიმუმ, კანონში ჩაიხედონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ტრაგიკომედიაა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას ფიქრობს. მას შევახსენებდი, მის ლობისტებს და ზოგადად ლგბტ პროპაგანდის ლობისტებს, რომ ქართველებს ვერ აუხსნიან, როგორ შეიძლება, ევროპის, ევროინტეგრაციის და ევროპული გზა ლგბტ პროპაგანდაზე გადიოდეს. აპელირებენ ადამიანის უფლებებზე – არა მეგობრებო, ძალიან ვთხოვ ყველა პარტნიორს, სანამ განცხადებებს გააკეთებენ, მინიმუმ კანონში ჩაიხედონ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები