ლიეტუვამ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ლიეტუვამ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული,-  ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, ტერორისტული ორგანიზაციაა და მისი საქმიანობა საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია დადგენილების ტექსტში.

რეზოლუციაში დაგმობილია ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე.

ტექსტში ასევე ნეგატიურად არის მოხსენიებული ის გარემოება, რომ ირანი თანამშრომლობს რუსეთთან, „ჰამასთან“, „ჰეზბოლასთან“, პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან და სხვა ორგანიზაციებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები