გიორგი ვოლსკი: ყველაზე მეტად სამწუხაროა, არა ესტონელი დეპუტატის ეს მავნებლური ინიციატივა, არამედ ის, რომ ამის უკან დგანან ქართველები

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრის განცხადებას გამოეხმაურა.

“სასიხარულოდ, მხოლოდ 24 თუ 25 დეპუტატი აწერს ხელს და ამას სათავეში უდგას ესტონელი დეპუტატი, რომელიც 2007-2008 წლებში იყო სააკაშვილის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში და რაც ურჩია დღეს ამას ვიმკით. 612 დეპუტატია და სადამკვირვებლო მისიის არც ერთი დეპუტატი ამ განცხადებას არ აწერს ხელს, თუმცა რასაკვირველია, არასასიამოვნო ფაქტია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რამდენად მოღალატეობრივი რესურსი არის ამოქმედებული და ცოცხლობს იმ კონკრეტულ ადამიანებში, რომლებიც ამის უკან დგანან. ყველაზე მეტად სამწუხაროა, არა ესტონელი დეპუტატის ეს მავნებლური ინიციატივა, არამედ ის, რომ ამის უკან დგანან ქართველები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ემტერებიან საქართველოს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება და ამაში ჩათრეული ჰყავთ ზოგიერთი უცხოელი აქტორი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნდა ევროპარლამენტარ ერიკ კროსის მომზადებული განცხადება, სადაც აკრიტიკებენ საქართველოს და წერენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები