რობინ დანიგანი: იმედი მაქვს, ქართველები კარგად დააკვირდებიან, ვის მისცემენ ხმას და დარწმუნდებიან, რომ თანამდებობაზე იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ქართველი ხალხის ნებას

იმედი მაქვს, ქართველები კარგად დააკვირდებიან, ვის მისცემენ ხმას და დარწმუნდებიან, რომ თანამდებობაზე იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ქართველი ხალხის ნებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამომრჩეველი, რომელსაც უფლება აქვს იცოდეს, თუ რას წარმოადგენენ ის პარტიები, რომლებსაც აძლევენ ხმას.

„ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ავამოქმედოთ ე.წ საარჩევნო კომპასი 24. მინდა ვთქვა, ცოტა რამ, თუ როგორ იმოქმედებს ეს ხელსაწყო. საარჩევნო კამპანიის სეზონის დროს ძალიან ბევრს საუბრობენ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკოს კანდიდატებზე, მაგრამ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამომრჩეველი. ქართველ ხალხს აქვს უფლება, იცოდეს, რას წარმოადგენენ ის პარტიები, რომლებსაც აძლევენ ხმას.

ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ გერმანიასთან და ევროკავშირთან ამ პროექტზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ ქართველი ამომრჩევლები გავიდნენ, ხმა მისცენ, იცოდნენ, რომ მათი ხმა საიდუმლოა; იციან, რომ არჩევნები სამართლიანია და პარტიები, რომლებსაც აძლევენ ხმას, წარმოადგენენ იმას, რაც მათ, ქართველ ამომრჩეველს სურს. იმედი მაქვს, ქართველები კარგად დააკვირდებიან, ვის მისცემენ ხმას და დარწმუნდებიან, რომ ხმის მიცემით, თანამდებობაზე იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები