არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ მანდატს გასცდა, ჩართულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციაში

სალომე ზურაბიშვილი ყველანაირ სამართლებრივ, პოლიტიკურ ჩარჩოს, ასევე პოლიტიკურ მანდატს გაცდენილია, კონკრეტული ძალების ხელში მართული მარიონეტია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის შეფასებით, პრეზიდენტი ჩართულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციაში.

„სალომე ზურაბიშვილი ყველანაირ სამართლებრივ, პოლიტიკურ ჩარჩოს, ასევე პოლიტიკურ მანდატს გაცდენილია. კონკრეტული ძალების ხელში მართული მარიონეტია. რა დავალებებსაც იღებს, იმას აღასრულებს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ჩართულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლო აგიტაციაში, რადგან ევროპაში ინტეგრაციასა და „ნაცმოძრაობას“ შორის ტოლობის ნიშანს სვამს“,– განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები