ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი იმედოვნებს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, საფრანგეთს იმედი აქვს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

,,ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლე პარიზში !

საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას”,- წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები