გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია უცხოეთიდან ელოდება ლეგიტიმაციას, ჩვენ – ჩვენი ხალხიდან ველოდებით

„ოპოზიცია უცხოეთიდან ელოდება ლეგიტიმაციას, ჩვენ – ჩვენი ხალხიდან ველოდებით”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ვერ გამოდიან და ვერ ამბობენ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეები არიან, მაგრამ, ამას ვერც უარყოფენ, რადგან მათი უცხოელი პატრონების გაღიზიანების ეშინიათ.

„უცხოური ძალის ნაწილი გვეუბნება, რომ საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინება უნდა იყოს დაშვებული, ისევე, როგორც ეს, სამწუხაროდ, უკრაინაში, საბერძნეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში მოხდა. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ვერ გამოდიან და ვერ ამბობენ, რომ საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების მომხრეები არიან, მაგრამ, ვერც საწინააღმდეგოს ამბობენ, რადგან მათი პატრონები ყურს აუწევენ და ფულს აღარ ჩაურიცხავენ”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები