პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, ახალგაზრდებთან ერთად, გლდანის რაიონის ქუჩებში მოსახლეობას გაესაუბრა და მათ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო საინფორმაციო სახის ბროშურები გადასცეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე მოისმინა მათი პრობლემები და საჭიროებები.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, მოსახლეობა კეთილგანწყობილია ,,ქართული ოცნების” გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები