გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს საზოგადოება არის უდიდესი ანთებული სანთელი და ამ ბნელ ჭინკებს და სიბნელეს აუცილებლად დაამარცხებს

„შავი ხვრელი“, „შავი ფული“, „შავი პროცესები“, ხომ გახსოვთ ოპოზიციის ეს სიტყვები, აი ახლა გამოაჩინეს არ ასაჯაროებენ საიდან ფინანსდებიან არც პარტიები, არც “ენჯეოები”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება არის უდიდესი ანთებული სანთელი და სიბნელეს აუცილებლად დაამარცხებს.

„ეს ხალხი არის სიბნელის მომხრე, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უკიდეგანო სიბნელეს ერთი პატარა ნათელი სანთელი გაანათებს და დაამარცხებს.

საქართველოს საზოგადოება არის უდიდესი ანთებული სანთელი და ამ ბნელ ჭინკებს და სიბნელეს აუცილებლად დაამარცხებს. აუცილებლად გასაჯაროვდება ხაზარაძეც, გახარიაც, ხაბეიშვილიც, სააკაშვილიც და უცხოური ძალაც,“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები