რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
შემთხვევას 40 წლამდე, მოტოციკლეტის მძღოლი ემსხვერპლა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.