“ჩხოროწყუში ადამიანების უმრავლესობას ზუსტად აქვთ გააზრებული ის პატრიოტული კონტრიბუცია, რასაც ბიძინა ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის” – გიორგი გამსახურდია

“ჩხოროწყუში ადამიანების უმრავლესობას ზუსტად აქვთ გააზრებული ის პატრიოტული კონტრიბუცია, რასაც ბიძინა ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის. რა ნაცები, რა მოღალატე გახარია, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?!”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია.

„დღეს ჩემი დიდი ხნის მეგობრებთან, ჯუმბერ იზორიასთან და დათო გოგუასთან ერთად შევხვდი ჩხოროწყუს მოსახლეობას, იმ ხალხს, რომლებმაც ზვიადთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანეს. ის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომლის დათმობასაც დღეს მავანნი სთხოვენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, რაც ჩემი თვალით აქ, ჩხოროწყუში ვნახე და მოვისმინე, ადამიანების უმრავლესობა არის ჩვენი მომხრე. ზუსტად აქვთ გააზრებული ის პატრიოტული კონტრიბუცია, რასაც ბიძინა ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის. რა ნაცები, რა მოღალატე გახარია და სხვა ნაცების სატელიტები, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? საკუთარ სამეზობლოში თუ მიიღეს რაიმე ხმები, ეგეც მეზობლური სენტიმენტებით, სხვა არაფრის გამო, მაგაზეც მადლობა უნდა თქვან. 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ!“, – წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები