ქადაგიშვილი – გლობალური ინოვაციების ინდექსზე: საქართველოს ყველა მიმართულებით ხელშესახები პროგრესი აქვს; უამრავი პროგრამა დაინერგა ხელისუფლების პირობებში, რომელიც სწორედ ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას უზრუნველყოფს

„მოგეხსენებათ, რომ უამრავი პროგრამა დაინერგა ამ ხელისუფლების პირობებში, რომელიც სწორედ სტარტაპების, ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას უზრუნველყოფს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატი გლობალური ინოვაციების ინდექსის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

“იქმნება ახლი, აკადემიური და საუნივერსიტეტო სიმძლავრეები, რომელიც სწორედ 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებისა და სწავლებისთვის არის მომართული. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მოსახლეობაზე და ასეთი ობიექტური კვლევის მასალებითაც ჩანს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

გლობალური ინოვაციების ინდექსით, საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა და მსოფლიოს გამორჩეულ იმ 14 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელიც ინოვაციური განვითარების ახალ სიმაღლეებზე აღზევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები