მაჭავარიანი – გიორგი ამილახვარზე: ბევრი რეფორმა გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ხანი არ იმყოფებოდა მინისტრის თანამდებობაზე

“პირადად ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი პიროვნებაა, ქვეყნის პატრიოტი – სუფთა პიროვნება, თავისი საქმის პროფესიონალი და პირადად მე და მთელს გუნდს ძალიან გული დაგვწყდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა,  ლევან მაჭავარიანმა გიორგი ამილახვარზე  საუბრისას განაცხადა.

“ბევრი რეფორმა გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ხანი არ იმყოფებოდა მინისტრის თანამდებობაზე და რა თქმა უნდა, ყველას გული დაგვწყვიტა, თუმცა ეს მისი არჩევანია და მას სურვილი აქვს, გააგრძელოს მოღვაწეობა კერძო სექტორში, როგორც იგი ამას აკეთებდა, სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა. რა უნდა ვთქვათ! ჩვენ მას წარმატებებს ვუსურვებთ“, – განაცხადა  ლევან მაჭავარიანმა.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები