Edison Research: დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“

Edison Research-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32%-მა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცა ხმა, ხოლო 20% არჩევნებზე „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს.

სხვა პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასეთია:

  1. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ – 11,9%
  2. „გახარია – საქართველოსთვის“ – 11,9%
  3. „ძლიერი საქართველო“ – 9,9%
  4. „ლეიბორისტული პარტია“ – 5%
  5. „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) – 4.7%
  6. „პატრიოტთა ალიანსი“/„ალტ ინფო“ – 3.6%
  7. „ჩვენ“ – დავით ქაცარავა – 0.7%
  8. სხვა პარტიები – 0.3%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები