გია ვოლსკი: სამშვიდობო პოლიტიკა არის ერთადერთი გზა და მას ალტერნატივა არ აქვს

შერიგების ფორმულა ურთიერთმიტევების გარეშე არ არსებობს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს.

ვოლსკის მტკიცებით, სამშვიდობო პოლიტიკა არის ერთადერთი გზა და მას ალტერნატივა არ აქვს.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ. ამდენი წელი გავიდა ზოგმა ახალგაზრდამ გადმოცემითაც არ იცის თუ რა დიდი შრომა იყო იმაში ჩადებული, რომ მსოფლიო პოზიცია აი ამ საკითხების მიმართ ჩამოყალიბებულიყო ზუსტად იმ ფორმულირებებით, რომელიც დღესაც არის გამოყენებული. რა საკვირველია, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ბევრი რამ შეცვალა.

ფორმულა შერიგებისა ურთიერთ მიტევების გარეშე არ არსებობს. მით უმეტეს ასეთი გამოცდილებაც გვაქვს. ასეთი გამოცდილება გვქონდა, საერთაშორისო დახმარებით ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ. აფხაზებიც იყვნენ ჩამოსულები, ცხინვალის რეგიონიდანაც და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა სამშვიდობო პროცესი, სწორედ მაგ პრინციპიდან გამომდინარე. ძალიან ძნელი იქნება ახლა უკან დაბრუნება იგივე კალაპოტში მაგრამ ეს შესაძლებელია თუ კი რეალურად უყურებ იმ პრობლემას რაც მსოფლიოს და საქართველოს ახასიათებს“, – განაცხადა ვოლსკიმ “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები