რატი ბრეგაძე: ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ არჩევნები რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით ჩატარდეს

“ნებისმიერი მოწოდება, იგივე არჩევნების მეორე დღეს გამოსვლასთან დაკავშირებით და ა.შ., რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სამოქალაქო არეულობაზე.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მოწადინებულია, რომ არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდეს.

„ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ არჩევნები რაც შეიძლება მაღალი სტანდარტით ჩატარდეს. ნებისმიერი მოწოდება, იგივე მეორე დღეს გამოსვლასთან დაკავშირებით და ა.შ., რა თქმა უნდა სრულიად მიუღებელია და ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის მეგობრობის მაღალი სტანდარტით გამსჭვალული განცხადება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები