გერმანია უკრაინას 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლის, შტეფენ გებერშტრაიტის განცხადებით, პარლამენტი უკრაინისთვის 400 მილიონი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა.
“ეს უკრაინელებს შესაძლებლობას მისცემთ, შეიძინონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ტანკები, უპილოტო საფრენები, საბრძოლო მასალა და ნაწილები, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს”, – თქვა გებერშტრაიტმა.
გერმანიის მთავრობა ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინისთვის დახმარების შემცირება სურს.