სალომე ზურაბიშვილმა “ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ამნისტიის შესახებ კანონს” ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების წინ ამ კანონის მიღება ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვაა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები.

“საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.

ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.

პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები