გიორგი გამსახურდია – პრეზიდენტს: არ გიტყდება რწმენაზე, ნათელმირონსა და ტრადიციებზე საუბარი?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის Facebook პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერები გააკრიტიკა.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენგან უხერხული არ არის? არ გიტყდება შენ რწმენაზე, ნათელმირონსა და ტრადიციებზე საუბარი?“, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ცნობის, “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა დაწერა:

„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები