დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ მსოფლიოს შეახსენა, თუ რა სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლსა და ადგილს იკავებს საქართველო საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში

„მივესალმები ჩემი ქვეყნის მეგობრებს” – ასე დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლა გაეროს მაღალი ტრიბუნიდან”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ მსოფლიოს შეახსენა, თუ რა სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლსა და ადგილს იკავებს საქართველო საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში.

„დაიწყო მსოფლიოს შეხსენებით, თუ რომელ მსოფლიო ცივილიზაციას წარმოადგენს – სახელმწიფოებრიობის 30-საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას. ქვეყანას – რომელმაც ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. ქვეყანას – რომელიც დღევანდელობას თავისი ღირსების შენარჩუნებით მიაღწია.

ირაკლი კობახიძემ მსოფლიოს შეახსენა, თუ რა სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლსა და ადგილს იკავებს საქართველო საერთაშორისო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში. და ამ როლს იკავებს უკანასკნელ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ტემპების ზრდის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლებით. მან შეახსენა მსოფლიოს ყველა იმ ამბიციურ პროექტზე, რომელთა მიმდინარეობა და უახლოეს მომავალში დაწყება აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე ქვეყნის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის.

ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათივე ორგანიზაციების მიერ შემუშავებული შეფასებების მონაცემები შეახსენა, რომლითაც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებების დაცვის, მედიათავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლის, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემების საიმედოობის დარგებში – საქართველო მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს სტაბილურად ინარჩუნებს მათი მუდმივი ზრდის ტენდენციებთან ერთად.

ეს ყველაფერი ირაკლი კობახიძემ მათ შორის იმ ძალებსაც შეახსენა, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში ყოველ სამ კვირაში ერთხელ საკუთარ საარჩევნო კონკურენტის ფიზიკური ლიკვიდაციით არიან დაკავებული ამერიკაში, ხოლო ევროპაში სლოვაკეთის პრემიერზე მორიგი ტერაქტის ჩატარებას გეგმავენ – მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოში ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებზე უკვე მომზადებული აქვთ კრიტიკულად უარყოფითი შეფასებები სწორედ იმ პოზიციებში, რომლებშიც თვითონვე უმაღლეს ქულას უწერენ ლამის ყოველთვიურ რეჟიმში.

არ დავიწყებია პრემიერ-მინისტრს არც საქართველოს მეზობლების, თუ ქვეყნის ახალი სტრატეგიული მოკავშირეების მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში შეტანილი როლის შეფასება. არ დავიწყებია არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე ხაზგასმა, მშვიდობაზე დაფუძნებული ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. და რა თქმა უნდა, სწორედ ასე ნანატრი მშვიდობის დაბრუნება უსურვა მრავალტანჯულ უკრაინელ ხალხს.

ირაკლი კობახიძემ კი მიმართა ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, მაგრამ მისი გამოსვლის ძირითადი ადრესატი სწორედ საქართველოს “დაუძინებელი მეგობრები” იყვნენ, რომლებიც აგრძელებენ იმ ტოტის აკვიატებულ და “საზეიმო” ჭრას, რომელზე ჯერ კიდევ იმყოფებიან მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობის მატარებელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. არ ვიცი, იყო თუ არა ამის გააზრებით გამოწვეული, სენატში დაგეგმილი მორიგი სამარცხვინო “მეგობრობის აქტის” განხილვის გადადება – ირაკლი კობახიძემ ჩვენი სათქმელი მკაფიოდ გააჟღერა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები