ირაკლი კირცხალია: „ახალსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის სიების გადანაწილება კიდევ ერთხელ ხაზგასმა იქნება იმის, რომ ეს პარტიები ერთი ორგანიზმია

„ახალსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის სიების გადანაწილება კიდევ ერთხელ ხაზგასმა იქნება იმის, რომ ისინი ერთი ორგანიზმია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„ვამბობდით, რომ როდესაც დადგებოდა სიებზე საკითხი, ყოველთვის ვნახავდით ასეთ აურზაურს და ასეთ თვითლუსტრაციას. ვხედავთ სიცრუის ნიაღვარს. სიცრუის ტირაჟირება უკვე გადაიტანეს არა ამომრჩეველში – არამედ თავიანთი პარტიების წევრებში. „ახალსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის სიების გადანაწილება კიდევ ერთხელ ხაზგასმა იქნება იმის, რომ ისინი ერთი ორგანიზმია. ერთი წამით დაუშვით, რომ ეს მავნებლები ამ დარბაზში გადალახული ბარიერებით ცდილობენ ჩამოაყალიბონ კოალიციური მთავრობა – სად ვიქნებით და სად გადაჩეხავენ ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები