ზაალ ანჯაფარიძე „კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების ინდექსზე“: ვითომ სტრატეგიული პარტნიორები იმდენად არიან დაბრმავებული მწველი სურვილით, როგორმე საკუთარი აგენტურა დაგვისვან აქ ხელისუფლებად, რომ იჭერენ პოზას, თითქოს ვერ ამჩნევენ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზის“ მიერ კანონის წინაშე თანასწორობის და პირადი თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „11-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორები იმდენად არიან დაბრმავებული სურვილით, რომ როგორმე საკუთარი აგენტურა დაგვისვან აქ ხელისუფლებად, ამ მონაცემებს არ იმჩნევენ.

„ჩვენი ვითომ სტრატეგიული პარტნიორებისთვის ეს მონაცემები არაფერს ნიშნავს?! ნიშნავს, როგორ არ ნიშნავს, ყრუ და ბრმები არ არიან. თუმცა, იმდენად არიან დაბრმავებული მწველი სურვილით, რომ როგორმე საკუთარი აგენტურა დაგვისვან აქ ხელისუფლებად, რომ იჭერენ პოზას, თითქოს ვერ ამჩნევენ.
სამაგიეროდ, ‘ამჩნევენ’ მათი აგენტურის მიერ მომზადებულ მიკერძოებულ და ტყუილებით გაჭედილ ანგარიშებს“-წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები