პრემიერი: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად

გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან შეხვედრის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს მადლობას უხდის საქართველოში რეფორმების პროცესისა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

„ვისაუბრეთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად“, – აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები