ირაკლი ზარქუა პრეზიდენტს: ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს ქალბატონო – ამ ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობაში შალიკოსაც კი გაასწარით იმდენად სიგიჟეებს ჩადიხართ

“ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს ქალბატონო, თქვენი მოვალეობა ერთხელ მაინც შეასრულეთ, კონსტიტუციას არღვევთ, ყველა კანონი და წესი დაარღვიეთ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობს.

„ერთი ხანდაზმული თაღლითი (რაც სასამართლომ დაადგინა) და მეორე მოღალატე – ამ ორი უავტორიტეტო გუნდის თუ პლატფორმის გაერთიანების ამბავში ჩაერთო პრეზიდენტი. მე მას მოვუწოდებ, სანამ ამ ქარტიაზე და სიგიჟეებზე ილაპარაკებთ, კეთილი ინებეთ და ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს. ათასამდე პატიმარი ელოდება თქვენს ხელმოწერას, რომ გათავისუფლდნენ. საბოლოო ჯამში მაინც შევა ძალაში ეს კანონი, პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალსაჩინოა ვისთან გვაქვს საქმე. მას არ აინტერესებს ქართული ოჯახები, ქართული ინტერესები. ხელი მოაწერეთ ამნისტიის კანონპროექტს ქალბატონო, თქვენი მოვალეობა ერთხელ მაინც შეასრულეთ, კონსტიტუციას არღვევთ, ყველა კანონი და წესი დაარღვიეთ. ჩვენ შეგარჩიეთ, რომ ნეიტრალური ყოფილიყავით და ამ ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობაში შალიკოს [შალვა ნათელაშვილი] გაასწარით, გაასწარით ამ მწვალებელთა პარტიის ლიდერებსაც კი იმდენად სიგიჟეს ჩადიხართ.

ერთმანეთს აგინებდნენ, მერე დაიბარეს – აბა შენ იქ გაერთიანდი, შენ აქო და უთავმოყვარეობის პიკია რადიკალურ ოპოზიციაში. და ამათ ჰგონიათ მერე რომ ქართველი ადამიანი ამათ მხარს დაუჭერს. ის კინტო ხომ გახსოვთ, ელისაშვილი, რას მოაწერა ხელი და შემდეგ სად აღმოჩნდა – ესაა, როდესაც თავმოყვარეობას დაკარგავ, იმას გაგაკეთებინებენ, რასაც ახლა გიკეთებენ თქვენი პატრონები“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები