“თუკი ჩვენი უცხოელი მეგობრები პატივს სცემენ საერთაშორისო სამართალს, მოქალაქეებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, თავად ჩამოყალიბდნენ საკუთარ არჩევანში” – პაპუაშვილი

“თუკი ჩვენი მეგობრები უცხოეთიდან პატივს სცემენ საერთაშორისო სამართალს, მოქალაქეებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, თავად ჩამოყალიბდნენ საკუთარ არჩევანში”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “ეს არ არის მხოლოდ გემოვნების და ესთეტიკის საკითხი. ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის საკითხი”.

“სცემენ თუ არა პატივს საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას ჩვენი მეგობრები უცხოეთიდან? და თუკი სცემენ პატივს არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმითაც, მაშინ, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს უნდა მისცენ შესაძლებლობა თავად ჩამოყალიბდნენ საკუთარ არჩევანში და არ მოახვიონ თავს ის არჩევანი, რომელიც შეიძლება მათ სურდეთ. ეს ციტატები ჩვეულებრივი საარჩევნო მოწოდებებია ქვეყნის გარედან, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები