ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 51.7%-ით შემცირდა – როგორია 2024 წლის სტატისტიკა

ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 51.7%-ით შემცირდა. თუ 2023 წლის 6 თვეში ევროპის 27 ქვეყანაში თავშესაფარი 12 240-მა ქართველმა მოითხოვა, წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5 915-მდე შემცირდა.

EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვდნენ. 6-თვიან პერიოდშიც სწორედ ეს ქვეყნები ლიდერობდნენ. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1 635-მა მოქალაქემ ითხოვა (2023 წლის 6 თვეში – 3 310); იტალიაში – 1 500-მა (2023 წელს – 1 705) და გერმანიაში 1 395-მა (2023 წელს 5 155).

2024 წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 900-მა მოქალაქემ მოითხოვა. აქედან:

საფრანგეთი – 280

იტალია – 220

გერმანია – 195

ბელგია – 70

ირლანდია 45

ესპანეთი – 35

საბერძნეთი – 20

ავსტრია – 20

შვეიცარია – 20

ნიდერლანდები – 5

შვედეთი – 5.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები