“არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლი იმ პოლიტიკური ბრძოლის, რასაც პარტიები და „ენჯეოები“ ახორციელებენ” – ბოჭორიშვილი

“არ შეიძლება, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლი იმ პოლიტიკური ბრძოლის, რასაც პარტიები და „ენჯეოები“ ახორციელებენ”, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ახალი სამიზნეა, რომ ქვეყანა დააზიანონ.

„საქართველოდან ეს ინფორმაციები მიდის და არაერთხელ გახმოვანდა, რა შეიძლება იყოს ის მექანიზმები, რაც შესაძლოა, გამოყენებული იქნეს საქართველოს წინააღმდეგ. ვიცით, რომ ეს საკითხი არაერთხელ იყო დაყენებული სხვადასხვა ფორმატში, თუმცა იმედი მაქვს, ევროკავშირის შიგნით ინსტიტუტებში ამ მიმართულებით არ განვითარდება პროცესები, რადგან ეს ეხება ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები