“ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციას ყოველდღიურად ფეხს აბიჯებს, ეს ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის” – იონათამიშვილი

“სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციას ყოველდღიურად ფეხს აბიჯებს, ეს ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილის საქმიანობა მთლიანად პოლიტიზებულია.

“ნებისმიერი საუბარი რაღაც ხელოვნურ ქარტიებსა და ტექნიკურ მთავრობაზე არის იმის აღიარება, რომ რადიკალური ოპოზიცია მწარედ მარცხდება. აქედანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, პირდაპირ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, მაგრამ იმას მიიღებენ, რომ მათ ისტორიულად დაბალი მხარდაჭერა ექნებათ, რითაც ისტორიული ველიდან საერთოდ გაქრებიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები