ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანებაზე გვარამიას უარს, უნიჭო სპექტაკლის მეორე მოქმედების, უნიჭო გაგრძელებას უწოდებს

„უნიჭო სპექტაკლის უნიჭო გაგრძელება”, – ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანების ინიციატივას და ამავე ინიციატივაზე გვარამიას უარს.

მისივე თქმით, ,,ნაცმოძრაობა”
2012 წლის შემდეგ დესტრუქციით, ღალატით, უსამშობლოობით აგრძელებს ოპოზიციაში ქვეყნის და ყველა მისი ინსტიტუტის ნგრევას.

„უნიჭო სპექტაკლის მეორე მოქმედება, უნიჭო გაგრძელება – ახლა სააკაშვილის მხრიდან. ისინი არიან ერთი ორგანიზმის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები. ზოგი პირდაპირ წევრი იყო ან ზოგის საქმიანობა 100%-ით იყო აფილირებული იმ სისხლიან რეჟიმთან, რომელსაც 2012 წლამდე ვხედავდით, სამწუხაროდ და 2012 წლის შემდეგ უკვე დესტრუქციით, ღალატით, უსამშობლოობით აგრძელებენ ოპოზიციაში ქვეყნის და ყველა მისი ინსტიტუტის ნგრევას“, – აცხადებს კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები