„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი შრომისა და რეფორმის შედეგად მოიპოვა” – ბოჭორიშვილი

„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი შრომისა და რეფორმის შედეგად მოიპოვა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ევროკავშირში ასე მარტივად არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადამიანებს ეხებათ.

“ახლა, როდესაც ამდენი წელიწადია, საქართველოს მოქალაქეები ამ სიკეთით სარგებლობენ, ცდილობენ და ყველანაირ ძალ-ღონეს იყენებენ, რათა ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი იყოს.

მჯერა, ევროკავშირში ასე მარტივად არ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადამიანებს ეხებათ, თუმცა თავად საქართველოს ე.წ. არასამთავრობო სექტორის მხრიდან ასეთი ნაბიჯები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომელთა ერთადერთი მიზანია, ნებისმიერ ფასად დააზიანონ ქვეყნის ინტერესები და, ამ შემთხვევაში, ფასი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები