“არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა” – წილოსანი

“მეგობრობის აქტი“ თუ „ქართველი ხალხის აქტი“ კარგად არის დაბრენდილი იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი აუხვიონ და მოგვაჩვენონ, თითქოს და, ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი აცხადებს და აშშ-ის სენატში დაგეგმილ განხილვას ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციის მთელი საარჩევნო კამპანია უცხოეთში გაკეთებულ განცხადებებზეა აგებული.

“ეს არის ქართულ პოლიტიკაში უხეში ჩარევა, რაც კარგად აჩვენებს ამომრჩეველს თუ რა არჩევანი უნდა გააკეთონ და ვის არ უნდა დაუჭირონ მხარი არჩევნებში – ვგულისხმობ აგენტურას, რომელიც გარედან წამოსული განცხადებების ფონზე ქვეყნის შიგნით ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა“, – აღნიშნავს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები