“რადიკალური ენჯეო სექტორი ცდილობს, რაღაცნაირად მოახერხოს ოპოზიციის რეიტინგის გაზრდა და ჩვენი რეიტინგის შემცირება” – მაჭავარიანი

“რადიკალური ენჯეო სექტორი პირდაპირ მავნებლობით არის დაკავებული, ცდილობენ, რაღაცნაირად მოახერხონ ოპოზიციის რეიტინგის გაზრდა და ჩვენი რეიტინგის შემცირება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

“არასამთავრობო სექტორის ნაწილის ქმედებები, მათ შორის მცდელობა, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, სიურპრიზი არ არის, რადგან ისინი ხელს უშლიდნენ ასევე კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესსაც.

მაკკეინის ინსტიტუტმა ისინი პირდაპირ ამხილა, რომ არიან დაკავებული იმ საქმიანობით, თითქოსდა საქართველო ვიზალიბერალიზაციას არ იმსახურებს. თუმცა, სიურპრიზი აქაც არაფერია; მოდი გადავხედოთ – როცა კანდიდატის სტატუსი ავიღეთ, მაშინაც უარყოფითი დასკვნები იგზავნებოდა ენჯეო სექტორის მხრიდან ევროპაში, რომ შეეჩერებინათ კანდიდატის სტატუსის აღების პროცესი“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა, ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები