გია აბაშიძე: ამერიკული ორგანიზაცია, მაკკეინის ინსტიტუტი მითითებას აძლევს ევროკავშირს, რომ დაგვასანქციროს – კარგი აღიარებაა

“ენ დი აის” ყოფილი დირექტრისა და აწ უკვე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი რომ ქართველთმოძულეა, არაა ახალი ამბავი. თურმე არჩევნების შედეგებსაც “გვიწყვიტავს”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.

მისივე თქმით, ლორა თორნტონისნაირებისთვის მხოლოდ “ნაცები” არიან ე.წ. ადამიანები, ამიტომ ასეთები არ უნდა შემოუშვან საქართველოში.

“ამერიკული ორგანიზაცია, მაკკეინის ინსტიტუტი მითითებას აძლევს ევროკავშირს, რომ დაგვასანქციროს, კარგი აღიარებაა. “ენ დი აის” ყოფილი დირექტრისა და აწ უკვე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი რომ ქართველთმოძულეა, არაა ახალი ამბავი. თურმე არჩევნების შედეგებსაც “გვიწყვიტავს”. მისნაირებისთვის მხოლოდ “ნაცები” არიან ე.წ. ადამიანები. ასეთები არ უნდა შემოუშვან საქართველოში!”- წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები