შალვა პაპუაშვილი: ერთადერთი, რასაც ჩვენ ახლა მოველით, არის, რომ ევროკავშირმა გადმოგვცეს დავით კეზერაშვილი იმისთვის, რომ მან ქართული ჯარის ძარცვისთვის მისჯილი სასჯელი მოიხადოს ქართულ ციხეში

“უკვე უტყუარად მტკიცდება, რომ დავით კეზერაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც ყალბი ქოლ-ცენტრების უკან დგას, ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს რომ ევროკავშირი კეზერაშვილს ქართულ მხარეს გადმოსცემს, რათა მან სასჯელი მოიხადოს.

„ამ მხილებებთან ერთად კიდევ უფრო იზრდება ჩვენი გაოცება, რომ ეს ადამიანი ამ მოპარული ფულით აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და, საკუთარი აღიარებით, ზოგიერთ „ენჯეოს“, თავს აფარებს ევროკავშირს, თბილად არის იქ მოწყობილი და ეძლევა საშუალება, რომ არიოს სიტუაცია საქართველოში. გასაკვირია და არანაირ ევროპულ ღირებულებებში არ ჯდება, რომ ოლიგარქები თავს აფარებდნენ ევროპის ტერიტორიას და დაკავებულები იყვნენ კრიმინალური საქმიანობით. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ ახლა მოველით, არის რომ ევროკავშირმა გადმოგვცეს დავით კეზერაშვილი, იმისთვის რომ მან ქართული ჯარის ძარცვისთვის მისჯილი სასჯელი მოიხადოს ქართულ ციხეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები