ოდიშარია – “ნაცმოძრაობაზე” –  საკუთარ არჩეულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას ახალგაზრდებს ჰეროიკულ ქმედებად უსახავენ

„ეს არის სახე „ნაცმოძრაობის“, ასე იქცეოდნენ ისინი ომშიც, ასე იქცევიან ასევე ახალგაზრდებთან მიმართებით, როდესაც დაპირისპირებას საკუთარ არჩეულ ხელისუფლებასთან უსახავენ ჰეროიკულ ქმედებად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ბექა ოდიშარია აცხადებს.

“მათ იწვევენ ამ ე.წ. ბრძოლის ველზე ისე, როგორც მებრძოლებს სიბოროტის წინააღმდეგ და შემდეგ მათ შეატოვებენ ხელში ყველანაირ მავნე ინსტრუმენტს, მოლოტოვის კოქტეილი იქნება ეს თუ სხვა. მათ პირისპირ ტოვებენ ქართულ სასამართლოსთან, პირისპირ ტოვებენ იმ პასუხისმგებლობასთან, რომელსაც იწვევს ნებისმიერი ასეთი ტიპის დანაშაული.

აქ კარგი მხოლოდ ერთი რამ არის, რომ სხვა ახალგაზრდებისთვის ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ ვინ არიან და რას წარმოადგენენ ეს ვიგინდარები და როგორ შეიძლება მათ გაჰყვე ნებისმიერ ბრძოლაში“, – განმარტავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები