კესარია აბრამიძის მკვლელობას სახალხო დამცველი ეხმიანება

თბილისში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას სახალხო დამცველი ეხმიანება.

ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადაში დაისჯება.

“მინდა, მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი.
ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს”, – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები