რიკარდ იოზვიაკი – საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ახალ ზომებზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, არაფერი მსმენია
არაფერი გამიგია ევროკავშირის ახალ ზომებზე საქართველოსთან მიმართებით ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე და მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
იოზვიაკი გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ევროკავშირის დონეზე, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.
„ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის ახალ ზომებზე და მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე არაფერი მსმენია. როგორც ადრე იყო ცნობილი, ყველა ვარიანტი ისე რჩება მაგიდაზე, რაც დამოკიდებული იქნება განვითარებულ სიტუაციაზე”, – წერს რიკარდ იოზვიაკი.