გოგა ხაინდრავა: აშშ სანქციებს უწესებს 60 მეტ პირს და ხარებას – მიღებულია გადაწყვეტილება სანქციები დაწესდეს “პო სმერტნა”!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქისთვის და მათი ოჯახების წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“აშშ სანქციებს უწესებს 60 მეტ პირს და ხარებას – ე.ბლინკენი. ანონიმური წყარო სახ.დეპ-ში იუწყება! მიღებულია გადაწყვეტილება სანქციები დაწესდეს “პო სმერტნა”! კანდიდატთა შორის, რუსული ნარატივის გავრცელებისთვის არიან – მაგდანას ლურჯა, ჯარისკაცის მამა და ჭრიჭინა!”,- წერს ხაინდრავა.