დავით ქართველიშვილი ღია მმართველობის ინდექსზე: ეს არის ნაცსექტის მხრიდან კიდევ ერთი შესაძლებლობა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით Open Government Partnership (OGP)-ს უჩივლოს, რადგანაც თავისი შეფასებებით ეს “რუსული” ორგანიზაციები თავდაყირად აყენებენ მათ წინასაარჩევნო “პროგრამას”
ეს არის კიდევ ერთი გზავნილი ნაცსექტის მესამე პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის, რომელიც თავგანწირვით ცდილობს დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას. ეს არის გზავნილი ანტიქართული შეშფოთებული აღშფოთების ვირუსით ინფიცირებული მეთიუ მილერისთვის. და ეს არის ნაცსექტის მხრიდან კიდევ ერთი შესაძლებლობა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით ამჟამად (მსოფლიო ბანკის შემდეგ) უკვე Open Government Partnership (OGP)-ს უჩივლოს, რადგანაც თავისი შეფასებებით ეს “რუსული” (?) ორგანიზაციები თავდაყირად აყენებენ მათ წინასაარჩევნო “პროგრამას”, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს.