ქადაგიშვილი – სანქციებზე: რადგან აქ ოპოზიციას არავითარი შიდა რესურსი არ გააჩნია არჩევნებში, მთლიანად გარედან ხდება მათი მართვა
“იმის გამო, რომ აქ ოპოზიციას არავითარი შიდა რესურსი არ გააჩნია არჩევნებში, მთლიანად გარედან ხდება ამ ოპოზიციის მართვა და სულის შთაბერვა”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის მხრიდან საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქისთვის, მათ შორის, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას.
“მუდმივად საგარეო განცხადებებია, ანუ გააკეთებენ განცხადებას, ამ განცხადებაზე მერე ოპოზიცია ისაუბრებს, ჩვენ პასუხის უნდა გავცეთ იმიტომ, რომ შიგნით ოპოზიციას ქოსატყუილების გარდა არაფერი არ გამოსდის.
გარკვეულ სამართალდამცველებს სანქციები ნიშნავს ერთ რამეს – ნუ გეშინიათ, არჩევნებს რომ წააგებთ რევოლუციის მოწყობისათვის ჩვენ, შეძლებისდაგვარად, გზას მოგისუფთავებთ, გავაგრძელებთ წნეხს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სამართალდამცველებზე. ეს არის ამის შინაარსი, რამენაირად ქვეყნის ინსტიტუციური მდგრადობა შეარყიონ, რომ რევოლუციას გაუხსნან გზა”, – აღნიშნავს დეპუტატი.